23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
02:31:07

დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ვიტორ გასპარს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეება, საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა განიხილეს. 

აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, უწევს ტექნიკურ დახმარებას.  

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო  ინტენსიური იქნება.  აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

პირველი  ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა,  ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ბიუჯეტზე.

(NS)