17 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
23:17:51

„ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ახალი შესაძლებლობები გაეხსნება“

By: Admin
2018-09-07 12:46:33
204

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების - FitchRatings, Moody's და Standard & Poor's წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ.

„ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის საკრედიტო სუვერენული რეიტინგების ამაღლება. სწორედ ამ მიმართულებით გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსიები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ საკრედიტო რეიტინგთან, რომლის შემდეგაც, საქართველოს გაეხსნება შესაძლებლობები ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

 

(NS)