34 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
15:14:02

„ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს

By: Admin
2017-10-12 14:40:18
204

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს.

პროექტში წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა. მონაწილეები 7 ნომინაციაში გადანაწლდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტს წლის სტარტაპის ნნომინაცია დაემატა. 

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, პროექტის მიზანია, საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია.

მისივე თქმით, პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რაც მისივე შეფასებით პროექტის სამომავლოდ გაგრძელებას განაპირობებს. 

„ძალიან კარგია, რომ უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ პროექტს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შარშან გვყავდა 523 მონაწილე და წელს გვყავს 661, ანუ ცალსახად წარმატებული პროექტი. მოლოდინი გვაქვს, რომ კმაყოფილი იქნება ყველა მონაწილე კომპანია. ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ ერთმანეთის წარმატება და კიდევ უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია შევქმნათ, რათა ბევრი კომპანია დარეგისტრირდეს. მნიშვნელოვანია, რომ წელს მონაწილეთა 80% ახალია, ვისაც შარშან არ მიუღია მონაწილეობა და ჯამში ორი წლის განმავლობაში გამოდის 1200 კომპანია, რომელიც იღებს პროექტში მონაწილეობას. ყველა რესურს ვხარჯავთ, იმისათვის, რომ თემის პოპულარიზაცია მოხდეს.  ეს არის ყველაზე დიდი ფორმატის ბიზნეს დაჯილდოება ქვეყანაში და მათი მოშლა არის დანაშაული, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტს“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა. 

წლის სტარტაპერზე 233 კომპანია დარეგისტრირდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. "რაც შეეხება სხვა ნომინაციებს: "წლის მცირე ბიზნესი" - 230 კომპანია, „წლის ბიზნესი“ - დარეგისტრირდა 152 კომპანია, „წლის ინოვაციური ბიზნესი“ - 142 კომპანია, „წლის ქართული პროდუქტი“ - 132 კომპანია, „წლის ტურისტულ ბიზნესი“ - 95, „წლის აგრობიზნესში“ 42 კომპანია დარეგისტრირდა. 

მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეფასებს, ხოლო ფინალისტების ვინაობა რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება. წესების თანახმად, თითეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. გამარჯვებული კომპანიბი დეკემერში, დაჯილდოების ფინანსურ ღონისძიებაზე დასახელდებიან. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. გამონაკლისია ნომინაცია - „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი, ნოემბერში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - "თიბისი ბანკის" ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც სპეციაურად წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული. 

(R)