34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
15:00:20

გიორგი გახარია აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს გიორგი გახარიასა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.

გიორგი გახარიასა და მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მიმართ, რომელთა შორის არის საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, კერძო და საჯარო პარტნიორობა, ბიზნეს სახლის კონცეფცია და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

 

(NS)