24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:37:45

„ელიტ ელექტრონიქსმა“ ახალციხეში მაღაზია გახსნა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ელიტ ელექტრონიქსმა  ახალციხეში, კოსტავას ქ. 39ა-ში  ტექნიკის პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი დახვდება მომხმარებელს. 

კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით  ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას.

მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები - Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer,  Lenovo და სხვა.  ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი.

ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.

ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის  წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

 

(R)