23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
03:01:15

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

მიმდინარე წლის ატმის სეზონი დასრულებულია. ქვეყნიდან ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 10.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 88 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს ატმის ექსპორტი, 2016 წლის სეზონთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), ასევე უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა.
მიმდინარე წელს ატმის საბითუმო ფასი 20-დან 90 თეთრამდე მერყეობდა.

2017 წელს ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი იყო ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფდა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

(NS)