23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:22:43

ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 100-ზე პროექტში 4.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

By: Admin
2018-09-07 12:55:27
204

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია გააკეთა ქვეყანაში.

"მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიციები გააკეთა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპისა და ცენტრალური აზიის

რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, დღის მეორე ნახევარში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.