10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:42:18

პრემიერი: საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში გამოწვევების წარმატებით დაძლევა სახელდება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საერიტინგო კომპანია Moody-ის  მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

კვირიკაშვილის განმარტებით, გაუმჯობესების მიზეზად სხვებთან ერთად,  2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების, შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება:

„მინდა, გამოვეხმაურო სასიამოვნო სიახლეს, საერთაშორისო საერიტინგო კომპანია Moody-ს  მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას, BA3 -დან BA2-ზე გადავინაცვლეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანი გახლავთ რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც 3B გახლავთ, რაც ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საინვესტიციო სამყაროში და როგორც სუვერენული, ასევე კერძო სექტორის მიერ კრედიტის მოზიდვა გახდება გაცილებით უფრო იოლი და იაფი. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, BA ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ შეფასებებს შორის. ის, რომ ერთმა მნიშვნელოვანმა სააგენტომ გააუმჯობესა რეიტინგი, თანდათანობით აისახება უკვე სხვა კომპანიების რეიტინგშიც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა ძალიან სტაბილურად და მინდა სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების, შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება, ასევე Moody-ის   შეფასებით, ამ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,4 % შეადგინა, მაშინ,როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა იყო რეცესიაში, ან რეცესიის პირას. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტის სიძლიერეს, ქვეყნის ეკომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომელიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა ჩვენ ეს რეფორმები წლის დასაწყისში დავიწყეთ, არ იყო მარტივი ამ რეფორმების განხორციელება, და ეკონომიკურმა გუნდმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური შოკებისთვის ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ სასქართველო არის გაცილებით უფრო ძლიერი, და გაცილებით ძლიერი პოზიციით დახვდება ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს და ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის. რა თქმა უნდა, რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო ინვესტიციებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, და ა.შ.“,-აღნიშნა პრემიერმა.