10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:33:53

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 46 500 000 ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.119 პროცენტით განისაზღვრა.