10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:40:56

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 61 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.395 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.