31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:37:46

გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო. 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდა. 


(NS)