31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:34:05

სასწავლო ცენტრი „თეგეტა აკადემია“ მიღებას აცხადებს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

“თეგეტა აკადემია” კანდიდატთა მომზადების მიზნით აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი ისწავლოთ „თეგეტა აკადემიაში“ და მიიღოთ გარანტირებული სამსახური კომპანია „თეგეტა მოტორსის“.

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა,  აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება. 

“თეგეტა აკადემიის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას  წარმოადგენს არსებულ თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლება, როგორც ადგილობრივი რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ტრენერების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.

„თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის.

მიმდინარე წელს „თეგეტა აკადემია“-მ გახსნა  კიდევ ერთი ფილიალი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.

 

(R)