31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:37:57

„ვითიბი ბანკმა“ 8 თვის განმავლობაში 36,2 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

2017 წლის დასაწყისიდან, „ვითიბი ბანკმა“ 36,2 მილიონი ლარის აგრო კრედიტი გასცა.

ბანკის ინფორმაციით, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 105 სესხი გაიცა, ჯამურმა თანხამ 11,2 მილიონი ლარი შეადგინა.

წლის განმავლობაში „ვითიბი ბანკის“ აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 15 პროცენტს გადააჭარბა.

„ვითიბი ბანკის“ აგრო სესხები გაიცა მემცენარეობის, მევენახეობის, მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების და სხვა მიმართულებების დასაფინანსებლად.

 

(R)