10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:38:47

საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GEOIGF 2017 მასპინძლობს

By: Admin
2017-09-12 13:25:52
204

თბილისში  სასტუმრო  „რედისონ ბლუ ივერიაში“  ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი -IGF 2017 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.

„ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად ჩვენი ყოფა შეუძლებელია და ამას თან მთელი რიგი საკითხები ახლავს, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას, ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავებას და განვითარებას. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა.არის უამრავი საკითხი, რომელიც დღევანდელ ფორუმზე განიხილება და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

წლევანდელ წელს ფორუმიევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი -  Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ფორუმის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის,  უჩა სეთურის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა  და სახელმწიფოს გეგმები ამ მიმართულებით.  „ პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში, იგივე საავტორო უფლებების დაცვა, კონკურენციის რეგულირების საკითხები ინტერნეტთან დაკავშირებით ანუ ყველა ის საკითხები, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველოს ინტერნეტრეალობისთვის, მაქსიმალურად წარმოდგენილია ერთ დღის  წესრიგში“ - აღნიშნა უჩა სეთურმა.

თბილისში მიმდინარე ინტერნეტმმაერთველობის ფორუმში საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-იც მონაწილეობს.   ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ  ISOC-ის კონტრიბუციით შესაძლებელი თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულება.

,,ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი უკვე დავუკავშირეთ ინტერნეტს. ჩვენ შეგვიძლია ეს მიღწევა აღვნიშნოთ.  ახლა დანარჩენი მსოფლიოს ინტერნეტთთან დაკავშირების მოთხოვნილება უფრო დიდია. რადგან სამუშოების ნახევარზე მეტი უკვე გაკეტებულია. ინტერნეტი არის ნებისმიერი ადამიანის საქმიანობის ნაწილია. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ინტერნეთთან, კარგავენ ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას კარგავენ. რათა მიიღონ განათლება, ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა, მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, აკეთონ ბიზნესი და სხვა,-‘’ The Internet Society (ISOC)-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ეჩებერიამ.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია  სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი ორგანო, კერძო სექტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

 

(NS)