31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:38:08

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შპს „დინ გრუპი“ ფართოვდება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „დინ გრუპი“ ფართოვდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია ბეტონის წარმოებას დაიწყებს. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „დინ გრუპი“ 2014 წელს დაარსდა და მის საქმიანობას ბეტონის ტრანსპორტირება და რეალიზაცია წარმოადგენს. 2015 წლიდან დღემდე კომპანია საექსკავაციო სამუშაოებით, გზების კაპიტალური რეაბილიტაციით, ქვაფენილების მოწყობით, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობით იყო დაკავებული.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში  კომპანია თავად შეძლებს ბეტონის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას. ამ ეტაპზე, კომპანიაში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 15 ადამიანი დასაქმდება.

შპს „დინ გრუპი“,  რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, ლიზინგის მიმართულებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  415 505 ლარს შეადგენს.

 

(NS)