10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:40:34

დიმიტრი ქუმსიშვილი: DCFTA საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

"საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). სააგენტო Moody's-ის განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ბრიფინგი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Moody's-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესებას შეეხებოდა.

2017 წლის 11 სექტემბერს, Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო  მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა. 

 

(NS)