31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:36:40

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის, - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

„სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა პრაქტიკულად მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა.

„სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა,რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

(NS)