6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:51:24

II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია

By: Admin
2018-09-07 12:56:02
204

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.

2017 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 პროცენტით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - 11.3 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ. აშშ დოლარით“,-ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.