31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:33:24

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ინდუსტრიული მიმართულებით 191 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბენნ“ შეემატება.

ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, პროექტის ფარგლებში გაფართოებას გეგმავს. საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, სადაც სინთეტიკური ბოჭკოს შიგთავსის მქონე საბნები და ბალიშები შეიკერება. 

კომპანიაში ამჟამად 50-მდე ადამიანი მუშაობს, ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 15 ადამიანით გაიზრდება.  კომპანია რომელიც ყოველდღიურად 200 კილო სინთიპონის   დამუშავებას აპირებს, სამომავლოდ საკუთარ პროდუქცის ექსპორტზე გაიტანს. 

შპს „ბენნ“ თბილისში, ორხევში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს.

(NS)