24 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
07:55:27

ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.  

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4387 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4301 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს,2.9057 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0248 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარი ყველა  ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.