23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:23:53

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი, რომელიც საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას, რომელიც დაგეგმილია და ემსახურება  რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მტავარი მიზანი და საზრუნავი. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან. რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)