23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:24:22

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ბორჯომის ხეობაში მყოფი მაშველები და მეხანძრეები საკვებითა და წყლით მოამარაგა (ვიდეო)

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ბორჯომის ხეობაში მყოფი მაშველები და მეხანძრეები საკვებითა და წყლით მოამარაგა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, კომპანიამ სტიქიის ზონაში 1000 ადამიანისთვის სამყოფი ულუფა ჩაიტანა.
მისივე თქმით, ამავე ოდენობის საკვებს კომპანია ხეობაში ხვალაც გაგზავნის.

„ჩვენ ბორჯომის ხეობაში მაშველებისა და მეხანძრეებისათვის გავაგზავნეთ საკვები და წყალი, ეს არის 1000 ადამიანისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ულუფა, მეც ვიყავი ადგილზე ჩასული, ხვალ ვაპირებთ იმავე ოდენობის საკვების გაგზავნას და თუ საჭირო გახდა მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ მსგავს ღონისძიებას, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მალე დასრულდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ხანძრის ჩაქრობის პროცესში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული სახანძრო ავტომანქანა და კომპანიის 4 მეხანძრე-მაშველიც იყო ჩართული. სახანძრო ავტომანქანა 14 კუბურ მეტ წყალს იტევს.

ვიდეო 1 

ვიდეო 2