24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:55:06

„საქართველოს რკინიგზა“ თავის სანერგე მეურნეობაში არსებულ რესურსებს, ხანძრის შედეგად განადგურებულ 2 ჰექტარი ფართობი ტყის აღდგენას მოახმარს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად თავის სანერგე მეურნეობაში არსებული რესურსები მოახმაროს 2 ჰექტარი ფართობის ტყის აღდგენას.

ასევე რკინიზამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი ჯგუფების ფორმირებისთვის, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ტყის  აღდგენით სამუშაოებში.

(NS)