23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:23:40

„საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი სამსახურს დაუბრუნდა

By: Admin
2017-08-17 16:25:31
204

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელმა ვახტანგ ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამსახურეობრივ პოზიციაზე  დანიშვნის ბრძანებას  ხელი მოაწერა, - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლისთვის "საქართველოს რკინიგზის" მიერ შეთავაზებული პირობები მისაღებია. 

""საქართველოს რკინიგზასა" და მის ერთ - ერთ მოშიმშილე თანამშრომელს შორის, მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა, ვახტან ცისკარიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა,  აცხადებს რომ მისთვის მისაღებია საქართველოს რკინიგზის მიერ შეთავაზებული პირობები, სადაც მოიაზრება როგორც საცხოვრებელი ასევე სატრანსპორტო ხარჯი. ამასთან, ხელი მოაწერა საქართველოს რკინიგზაში სამსახურეობრივ პოზიციაზე მუშაობის ბრძანებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)