23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:57:52

ვასილ ხორავა „რკინიგზის“ 2 გაფიცულ თანამშრომელს მოუწოდებს, სამუშაოს დაუბდრუნდნენ და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აჰყვნენ

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა ვასილ ხორავამ მედიის წარმომადგენლებთან „რკინიგზის შენობასთან“  სამუშაო პირობების ცვლილებების გამო ორ უკმაყოფილო რკინიგზელთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. 

როგორც ხორავამ აღნიშნა, ის აბსოლუტურად არ ეთანხმება "საქართველოს რკინიგზის" ორ გაფიცულ თანამშრომელს იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოფილი არ არის. 

ინფრასტრუქტურის დირექტორის განმარტებით, სამუშაო პირობები აბსოლუტურად უზრუნველყოფილია, რომ „რკინიგზელებმა“  მუშაობის შემდგომ დაისვენონ, ჰქონდეთ კვებისთვის გამოყოფილი ოთახი, აბაზანა და ტელევიზორი. 

„აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები ჩემს თანამშრომლებს იმ საკითხში, რომ მათი საცხოვრებელი პირობები აქ არ არის უზრუნველყოფილი.  საცხოვრებელი პირობები არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ ადამიანი  მუშაობის პერიოდის შემდგომ განთავსდეს, დაისვენოს, კვებისთვის სამყოფი ოთახი, ტელევიზორი, აბაზანა და სხვა პირობები ჰქონდეს“,-განაცხადა ვასილ ხორავამ. 

ხორავამ ორი გაფიცული თანამშრომლის ბრალდებასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ყოველ დღე მოუწევთ თბილისიდან მარნეულში ტრანსპორტირება. ხორავას თქმით, აღნიშნული განცხადება  აზრს მოკლებულია. მისივე განმარტებით, მათ არავინ ავალდებულებს, თბილისიდან ყოველ დღე იარონ. 

„რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ  ხელფასი არ ჰყოფნით და თბილისიდან უნდა იარონ, ეს არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული. იმიტომ რომ მათი სამუშაო ადგილი არის განპირობებული აქ,  მოწყობილია მათთვის ყველა ის პირობა, რომ  მათ აქ  უნდა იცხოვრონ, აქ უნდა იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში არსებობს სპეციალური ტრანსპორტირების ავტობუსი რითაც ისინი გადაადგილდებიან ამა თუ იმ კონკრეტული დავალების განსახორციელებლად. მათ არავინ არ ვალდებულებს, რომ ყოველ დღე უნდა იარონ თბილისიდან. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ „რკინიგზაზე“ ასობით ადამიანი არის ასეთ პირობებში, რომელიც ამ პრინციპითაა დასაქმებული. ესენი ემსახურებიან ე.წ. ცენტრებს, რომლებიც არის განთავსებული რაიონების მიხედვით და ასევე ემსახურებიან „საქართველოს რკინიგზას“, რომელიც არის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული“,-განაცხადა ხორავამ.  

ჟურნალისტის კითხვაზე - რა ზომებს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ თუ პროტესტი გაგრძელდება 
ხორავამ აღნიშნა, რომ  თუ ისინი მეორე ოფიციალური შეტყობინების შემდგომ სამსახურში არ დაბრუნდებიან, კომპანია  კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს და სამსახურიდან გაათავისუფლებს. 

„მათი პროტესტი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, ვინაიდან ისინი ოფიციალურად არიან „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები.  მას შემდგომ რაც დაიწყეს სამსახურის გაცდენა გაეგზავნათ ოფიცილური  შეტყობინება იმასთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიება გატარდებოდა. 
იქიდან გამომდინარე, რომ მათ შრომის გამოცდილება აქვთ,ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ  რამდენიმეჯერ გაფრთხილება, საყვედური  აქვთ მიღებული, მიუხედავად ამისა ხელმეორედ გავუგზავნეთ მათ შეტყობინება იმ მდგომარეობასთან დაკავშრებით, რომ აღგვეწერა მათთვის შემდგომი ღონისძიებები. თუ მას ჯერ კიდევ ვადა აქვს ისინი დღეს აქ უნდა იყვნენ და მუშაობდნენ. თუ მეორე შეტყონებებასაც არ გამოეხმაურნენ მაშინ „საქართველოს რკინიგზა“  გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს და გაათავისუფლებს სამსახურიდან“,-აღნიშნა ხორავამ. 

გარდა ამისა, ვასილ ხორავა  გაფიცული თანამშრომლების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მათი თქმით, ხელმწერილ დოკუმენტში სამსახურის ადგილმონაცვლეობაზე საუბარი არ ყოფილა. 

„ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ადგილმდებარეობას  ხელშეკრულება და ზოგადად ბრძანება არ განსაზღვრავს. ბრძანება განსაზღვრული იყო  მას შემდგომ რაც შეიქმნა  ცენტრი და მათ მიეთითათ, რომ მოუწევდათ ამ ცენტრთან ერთად მუშაობა. მათი საქმეა დეფექტოსკოპიის სამსახური, რომელიც  კონკრეტულ განხორციელებულ სამუშაოებს უწევს ე.წ. მონიტორინგს. ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ისინი არ იყვნენ დამწყები „რკინიგზელები“ და კარგად უნდა გაეთავისებინათ ის მდგომარეობა  თუ რა ადგილზე მოუწევდათ მათ მუშაობა. რაც მათ დაადასტურეს ხელის მოწერით, თუმცა მას შემდგომ რაც მიუვიდათ ბრძანებები. ბრძანებას ხელი არ მოაწერეს და მიმართავენ იმ ფორმას, რასაც დღეს მიმართავენ. ისინი ამით ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ არამარტო „საქართველოს რკინიგზას“ , არამედ თავიანთ კოლეგებს. ისინი არიან ჩვენი „რკინიგზელები“  მოვუწოდებ, რომ დაუბდრუნდნენ სამუშაო ადგილებს და ნუ იქნებიან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აყოლილი ამ ბოლო პერიოდში როდესაც მოახლოებულია არჩევნები“,-განაცხადა ხორავამ და დასძინა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ დეპარტამენტის ხელმძღვანელს პირებს და დაბრუნდნენ სამსახურში. 

ისინი არიან „რკინიგზელები“, მათ არ სჭირდებათ შუამავლები, ნებისმიერ კითხვას, რომელსაც დასვამენ და ის არ იქნება მიმართული, პოლიტიკური თამაშებისთვის, ჩვენ გავითვალისწინებთ“, - დასძინა ვასილ ხორავამ.

(NS)