23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
03:00:52

„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის ელექტრომობილებს შემოიყვანს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„თეგეტა მოტორსის“ შვილობილმა კომპანია „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა“ და უმსხვილესმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა - BAIC MOTOR-მა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“  საქართველოში BAIC MOTOR-ის ელექტრომობილებს შემოიყვანს.

BAIC ჯგუფი არის „Beijing Automotive International Corporation“-ი, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. ამასთან, BAIC MOTOR არის ლიდერი ჩინური ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-იანი წილის მფლობელია.

კომპანიების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას BAIC MOTOR-ის ელექტრომობილებიც სრულიად პასუხობს.

"საქართველო BAIC ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტინგული თვალსაზრისით. ჩვენ პირველად ვთავაზობთ ქართველ მომხმარებელს ახალი თაობის ავტომობილებს. ახლა ძლიერი პარტნიორი გვყავს, "თეგეტა მოტორსის" სახით და ჩვენ ერთად შევთავაზებთ მომხმარებელს ავტომობილებს, რომლებიც ყველაზე იქნება მორგებული. რაც მთავარია მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურს და ეკოლოგიარს გახდის. პრეზენტაცია მომამავა წლის დასაწყისში მოხდება“, - განაცხადა BAIC ჯგუფის წარმომადგენელმა, ჰაიანგ დონგმა.

BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV. ეს არის BAIC MOTOR-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომობილების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.

აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400კმ-ს. გადის.

"მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერესთა გამოხატვას ორივე კომპანიის მხრიდან, რომელიც შემდეგ დაიხვეწება. ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებზე, მოხდება მოდელების შერჩევა და შემდეგ ოფიციალურად წარვადგენთ ავტომობილებს საქართველოს ბაზარზე, რასთან დაკავშირებითაც შედგება შესაბამისი პრეზენტაცია. საქართველოს მსგავსი ტიპის მემორანდუმები მომგებიანი იქნება. პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიას და ლტოლვას ევროკავშირისადმი. შესაბამისად ევროკავშირის სტრატეგიას ეკოლოგიას გაუმჯობესებასთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. მწვანე ენერგიის განვითარება უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. BAIC MOTOR-ის ავტომობილები სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი. ისი იქნება მიმზიდველი თავისი საფასო გამოხატულებით ყველა სეგმენტისათვის. სწორი საფასო პოლიტიკით ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი სეგმენტი კმაყოფილი დარჩება", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დავით ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალურ დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.

 

(R)