25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:37:34

ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7,784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 4,616 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო.

შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.

ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,  გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით.

აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (78%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11%), სომხეთის რესპუბლიკაში (5%), ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება.  

(NS)