35 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
16:12:16

გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

17 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი  უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და  უკრაინის „ტრასეკას“ ეროვნულ მდივან  ვიქტორ დოვგანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ტრანსპორტის სფეროში, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. რეგიონალური თანამშრომლობის  გაღრმავების მიზნით ასევე  განიხილეს   ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტირების განვითარების საგზაო რუკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგულარული საბორნე მიმოსვლის და გამჭოლი ტარიფების მნიშვნელობაზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოვგანი ასევე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს,  სს “საქართველოს რკინიგზისა“ და ნავსადგურების წარმომადგენლებს.

 

(NS)