31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:34:56

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „Georgian Airways“-ის ფრენებზე შეზღუდვები მოხსნა

By: Admin
2017-07-18 17:39:59
204

რუსეთში "Georgian Airways"-ის ფრენებზე შეღუდვები მოხსნა, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "TASS" ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

"ამკრძალავი ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თბილისმა “პოდმოსკოვიეს” “ჟუკოვსკის” აეროპორტიდან “ურალის ავიახაზების” ფრენა არ შეათანხმა, მოსკოვმა კი შესაბამისად იმოქმედა", - განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ Georgian Airways-ს მოსკოვის მიმართულებით ოთხი რეისი გააუქმა. ავიაკომპანია Georgia Airways მოსკოვში ფრენებს 2014 წლიდან ახორციელებს.