31 °C თბილისი, საქართველო | 2017-09-19  
17:36:18

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა

By: Admin
2017-07-18 17:36:56
204

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს.

„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, - აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

ამასთან, სამინისტრო ქართულ მხარეს მოუწოდებს, თავისი ვალდებულებები შეასრულოს და „ურალის ავიახაზებს“ აღნიშნული რეისების განხორციელების უფლება მისცეს.