33 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
14:36:51

საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს

By: Admin
2017-07-14 22:20:02
204

აჭარაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი თაბუაშვილთან ერთად  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები დაათვალიერა.

„სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გარდა, პირველი ვიცე-პრემიერი „ადლიის" გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია, სადაც გაეცნო ახლადშექმნილი ფიტოვეტსანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზონა უკვე შექმნილია „ფოთის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით ერთ წელიწადში, კი მსგავსი მომსახურების მიღება „წითელი ხიდის"  საბაჟო-გამშვებ პუნქტზეც იქნება შესაძლებელი.

სამომავლოდ, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფიტოვეტსანიტარული კონტროლის ზონა იფუნქციონირებს.

დღესვე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში იმყოფებოდა.

 

(NS)