34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
15:39:23

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მილიონი ევროთი დაფინანსდება

By: Admin
2017-07-13 15:25:39
204

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება.

შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

პროექტის  ფარგლებში,  გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.

პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის მიერ (NIF-ის მეშვეობით), ასევე გამოყოფილ იქნა გრანტი 5 მილიონი ევროს ოდენობით.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ენგურჰესი".

 

(NS)