34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
15:39:58

„თიბისის“ #1 ბარათის ორგანიზებით ვიდეოთამაშების მასტერკლასები გაიმართა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ტექნოპარკში, -18-ელები ვიდეოთამაშების მასტერკლასს დაესწრნენ, რომელიც სპეციალურად მათთვის „თიბისი ბანკის“  ორგანიზებით გაიმართა.

 კომპიუტერული თამაშების მასტერკლასები  იმ მოსწავლეებმა გაიარეს, რომლებიც უკვე  #1 ბარათის მფლობელები არიან  და თვალყურს ადევნებენ -18 ფეისბუქის გვერდს.

 მათ პროფესიონალებისგან  დეტალური ინფორმაცია  მიიღეს სხვადასხვა სახის თამაშების, ასევე,   თამაშის ძრავის, კონცეპტუალური დიზაინისა და 3D მოდელირების შესახებ.

 მასტერკლასის შემდეგ მონაწილეები გუნდებად დაიყვნენ და თავად შექმნეს თამაშები, რომელთა ტესტირებაც მეგობრებთან ერთად შეუძლიათ.

 - 18 „თიბისი ბანკმა“ სპეციალურად  12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შექმნა, მათთვის ვისაც უყვარს გართობა,  თავგადასავალი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სიახლეები.

  - 18  ის ადგილია, სადაც მოზარდებისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. საინტერესო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში იგეგმება, ყველა ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია

-18-ის  ფეისბუქის გვერდზე - facebook.com/მინუს-18.

 პროექტის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია #1 ბარათი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა.

 ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დაესწრონ სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ ღონისძიებებსა და  მასტერკლასებს.

მეტი მოხერხებულობისთვის ბავშვებს  შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ პლასტიკურ ბარათსა და ფეისტიკერს შორის. 

  ერთ-ერთი  პროდუქტის მიღება  „თიბისის“ ფილიალებში და სერვისცენტრებში უფასოა.

(NS)