35 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
16:08:42

ურთიერთობას მოაქვს პლუსი - საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა წარადგინა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ბანკმა  ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამa - PLUS დაიწყო.  ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა, სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს.

ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა დღეიდან არის შესაძლებელი, მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში.

სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUSსტატუსი: PLUS  CLASSIC-ი, PLUS SILVER-ი ან PLUS GOLD-ი. მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუსუპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:

  • PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
  • უფასო მგზავრობაზე;
  • ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
  • ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე;
  • სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე;
  • სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.

ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელიPLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას. აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.

დაგროვილიPLUS-ებისშესამოწმებლადსაკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMSტექსტი – PLUS დაგაგზავნოსნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge

(R)