24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:08:08

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.  

 მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arenaბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883

გასვლა- თბილისი

ჩასვლა-Black Sea Arena

ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

გამოსვლა-Black Sea Arena

ჩამოსვლა- თბილისი

12:40

17:25

18:23

23:50

0:38

5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.getkt.geBiletebi.gematarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

 

 

(R)