23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:43:44

„ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელები „ფარმადეპოს“ ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ

By: Admin
2019-08-06 14:19:12
204

„ლიბერთისა“ და სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ შორის დღეს სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, 6 აგვისტოდან, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, „ფარმადეპოს“ 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებენ.

სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და ის მოიცავს არაერთ ისეთ პროექტს, რომელიც  მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. დღეს, ჩვენს პარტნიორთან, სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოსთან“ ერთად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პროექტზე, რომელიც „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მქონე მომხმარებლებს -  პენსიონერებს, დევნილებს და სხვადასხვა შემწეობის მქონე პირებს,  შესაძლებლობას მისცემს ფარმადეპოს ქსელში განსაკუთრებულ, საუკეთესო ფასებში შეიძინონ მედიკმენტები. ამ სეგმენტისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, მედიკამენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანიც ესაა, ვიზრუნოთ მათზე, რომ მათ შეეძლოთ უფრო მცირე ფასებით მედიკამენტების შეძენა, რადგან ჩვენ, ლიბერთი, ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

როგორც კომპანია „გეფა“-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ ბარამიძემ აღნიშნა, ფასდაკლება ვრცელდება „ფარმადეპოს“ ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების ან/და ფასდაკლებების, ასევე დაზღვევის გამოყენების შემთხვევაშიც.

„დღეიდან, სოციალური ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, რომ აღნიშნული პროექტით ისარგებლონ. ეს ყველა პენსიონერს და ასევე, ყველა სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფს ეხება, ვინც კი სახელმწიფოსგან დახმარებას ღებულობს. ისინი სოციალური ბარათით შეძენის შემთხვევაში, ყველა რეგიონში , 180-ზე მეტ ფარმადეპოს აფთიაქში ყველა პრეპარატზე ფასდაკლებას მიიღებენ. პროექტი   როგორც ქრონიკული დაავადებების პრეპარატებზე - გულსისხლძარღვთა, დიაბეტის სამკურნალო, ნერვოლოგიურ თუ სხვა პრეპარატებზე ვრცელდება, ასევე, ზოგადად,  ყველა მედიკამენტზე. როგორც იცით, არის აფთიაქებში ფასდაკლების დღეები, მაგრამ აღნიშნული პროექტი დიფერენცირებული არ იქნება და პირი, სოციალური ბარათით გადახდისას, კვირის ნებისმიერ დღეს, შეძლებს  საუკეთესო ფასი მიიღოს“, - განაცხადა კომპანია „გეფა“-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.

 

 

(R)