23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:40:31

ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის ოფისის რეგიონულ დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის ოფისის რეგიონულ დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ოლივიე ბურკს, რომელიც საქართველოში მისიას ასრულებს. მინისტრმა შვეიცარიის მხრიდან აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ოთხწლიანი ისტორია გვაკავშირებს.  მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, გიდასტურებთ პატივისცემას და წარმატებებს გისურვებთ შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ოლივიე ბურკმა აღნიშნა, საქართველოს აგრარული  განვითარების კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და, თავის მხრივ, მინისტრს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

 

 

 

(NS)