23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
04:57:06

ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“-ის განცხადება

By: Admin
2019-07-31 17:16:55
204

ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინოვაციურმა კორპორაციამ „GM Pharma-მ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სესხით ისარგებლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „GM Pharma“ განცხადებას ავრცელებს:

„ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“ ქართული და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციური საერთაშორისო კომპანაა, რომელიც საქართველოში და დასავლეთ ევროპაში  მედიკამენტებს აწარმოებს. 

რადგანაც არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ სახით, 2015 წელს „GM Pharma“-მ გადაწყვიტა წარმოება გაეფართოვებინა და ამ მიზნით დამატებითი ინვესტიცია განახორციელა.  ინვესტიციის საერთო ოდენობა 14 მილიონამდე დოლარი იყო. 10 მილიონამდე დოლარი „GM Pharma“-მა საკუთარი ინვესტიცია გააკეთა, ხოლო სესხად აღებული იქნა 3 768 000 დოლარი.

სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კომპანიამ 3 768 000 დოლარიანი საბანკო სესხი მოიზიდა 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

შეღავათიან პერიოდში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ მხოლოდ 472 605 USD  შეადგინა.  ეს ხელშეწყობა ჩვენთვის ფსიქოლოგიური მოტივატორი იქცა, რათა აღნიშნული ინვესტირება საქართველოში გაკეთებულიყო და არა საზღვარეთ.

ინვესტიციის ძირითადი თანხა ახალ ავტომატური ინოვაციური სამრეწველო ხაზების შესაძენად დაიხარჯა.  ინვესტიციების 18% დამატებითი ღირებულების სახით სახელმწიფოს ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა. ამ თანხამ დაახლოებით 2 500 000 დოლარი შეადგინა, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე სახელმწიფოსგან მიღებული ირიბი მხარდაჭერა.

აპარატურითა და წარმოების ხაზის გაზრდით ინოვაციური კორპორაცია „GM Phamra”-ს ექსპორტი საქართველოდან 2015 წლის შემდეგ 64%-ით გაიზარდა და 20 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რითაც „GM Pharma“-ს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

მხოლოდ გასულ წელს „PSP ჯგუფმა“, რომელშიც 6000 ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ამ თანხიდან „GM Pharma“-ს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა 8 მილიონი ლარია. PSP ჯგუფის მიერ გადახდილი თანხა ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.

რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან ეს შეთავაზება, შესაძლებელია ეს ინვესტიცია საქართველოშის ნაცვლად საზღვარგარეთ განხორციელებულიყო.

საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი პატარაა, რის გამოც ის შედარებით ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ფარმაცევტული საქმიანობისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველია დიდი ქვეყნები.

სახელმწიფოსთან ერთად დაგეგმილი და განხორციელებული ეს წარმატებული პროექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია.

ინოვაციური კორპორაცია „GM Pharma“ კვლავ აპირებს 100 მილიონიანი დოლარის ინვესტიციის პროექტების განხორციელებას, თუმცა ცალკეული ბანკების მხრიდან ხელისუფლების შეწყობით გრძელდება კონკურენციის შეზღუდვა, არაპროფილური აქტივების ფლობის მეშვეობით.   განიხილება ინვესტიციის სხვა ქვეყნებში განხორციელება, თუ არ მოხდება მყისიერად კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექნმა-აღდგენა.

დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა კორპორაციამ მიიღო “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ხელშეწყობა და 10-ჯერ მეტი უკვე დაუბრუნა სახელმწიფოს, არის მცდელობა ჩვენი კორპორაციისა და მისი დამფუძნებლების იმიჯის შელახვისა. ესაა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი და ამ კამპანიას ჰყავს თავისი დამკვეთები და შემსრულებლები.

PSP ჯგუფის წევრ კომპანიებზე იერიშები საეჭვოდ ემთხვევა პერიოდებს, როდესაც ჯგუფის დამფუძნებელი აკრიტიკებს საბანკო სფეროს და პირდაპირ ადანაშაულებს მას ბიზნესის და მოსახლეობის გაკოტრებაში, რისი ერთ-ერთი შედეგიცაა ლარის დევალვაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(R)