24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:42:23

ლიბერთი 60+ სოციალურ პროექტებს აგრძელებს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ხვალ, თბილისში, 19.00 საათზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის  ბაღის ტერიტორიაზე უფროსი თაობის ადამიანებისთვის ცეკვების საღამო გაიმართება.

ლიბერთის ინიციატივით და ტანგოს აკადემიის ორგანიზებით ნებისმიერ მსურველს, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებლობა ეძლევა იცეკვოს ტანგო და გაერთოს.

,,ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო პროექტი დაიწყო და წარმატებით განახორციელა. თბილისის პარკებსა და სკვერებში ჩვენს მიერ შექმნილი გასართობი, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი სივრცეები, ახალი ურთიერთობების და სპორტული აქტივობის ადგილი გახდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტებს და გავუხალისებთ ზაფხულს ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის ადამიანებს“, - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

(R)