23 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:26:46

Air Malta-მ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო

By: Admin
2019-06-18 10:40:08
204

მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta" იწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე,  კვირაში 1 სიხშირით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები  Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 14 ივნისს მიენიჭა.

„Air Malta" მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს, ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

 

(NS)