34 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
15:12:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მწვანე სივრცეს და ღვინის კუთხეს წარმოადგენს

By: Admin
2019-05-25 12:43:05
204

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ღონისძიებების  ერთიანი კონცეფციის „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ფარგლებში, ორი განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.

26 მაისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე რუსთაველის გამზირზე მოსულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილ ინსტალაციებს და კონსტრუქციებს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებო და გარემოსდაცვით აქტივობებში. ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით, შეძლებენ იმოგზაურონ  საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მწვანე სივრცეში, 13:00-დან 18:00 სთ-მდე ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას გააერთიანებს ღვინის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი და საინფორმაციო მასალა მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის შესახებ. სივრცეში საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს  რვა ახალგაზრდა, წარმატებული მეღვინე, რომლებიც  სტუმრებს მეღვინეობის დარგში  საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სტენდის სტუმრებს, 10:00-20:00 სთ-მდე, საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.

14:00 სთ-დან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდი იზრუნებს. მოსასვენებელ სივრცეში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქართული ღვინო და ნუგბარი დააგემოვნონ და ცოცხალი მცენარეებით შექმნილ პანოსთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღონ.

17:10 სთ-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე ეროვნულ ჰიმნს სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარი გუნდი ჟესტების ენაზე შეასრულებს.  

 

 

(NS)