23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
03:16:13

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა

By: Admin
2019-05-14 16:44:49
204

თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მოსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. 

თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან. 

სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა.  

ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. 

თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.

„თიბისი დაზღვევა“ ბაზარზე უკვე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტით შემოვიდა. ჩვენი პროდუქტი მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისთვის იქნება განკუთვნილი. ჩვენ კარგად ვიცნობთ კომპანიების თანამშრომლების საჭიროებებს და ქცევას, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი   მათ მთავარ პრეფერენციებს მაქსიმალურად მოვარგეთ - ვიცით, რომ რაც მათ სურთ, ეს სერვისის მიღების სიმარტივე და სისწრაფეა. ამის გამოხმაურებაა სწორედ ის მრავალფეროვანი ციფრული არხები, რომლითაც ჩვენ სერვისებს ვთავაზობთ. ივნისიდან სამედიცინო ანაზღაურების ვებ აპლიკაცია ეშვება, რომლის საშუალებითაც ჩვენს დაზღვეულებს სერვისის მიღება  ძალიან მარტივად და სწრაფად შეეძლებათ. ჩვენთან არანაირი თანხობრივი ლიმიტი არ არსებობს, ამასთან,  500 ლარამდე თანხა იმავე  დღეს, ხოლო 500 ლარს ზემოთ, მაქსიმუმ 3 დღეში ანაზღაურდება. ასევე, კომპანიების ეიჩარებს დაზღვევის პროცესის გასამარტივებლად ვებ აპლიკაციას ვთავაზობთ, რომლის საშუალებითაც თავის კომპანიაში ძალიან მარტივად მოახდენენ ინფორმაციის მობილიზებას და შემდეგ, ფაქტობრივად, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებენ ჩვენთან, სადაზღვევო კომპანიაში, ამ ინფორმაციის გამოგზავნას. რა თქმა უნდა, სხვა ციფრული გადაწყვეტებიც იქნება წარმოდგენილი და ჩვენ მუდმივად მოვახდენთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების ანალიზს და ძალიან სწრაფ გამოხმაურებას“, - განაცხადა სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა ნინო გაჩეჩილაძემ.

რა უპირატესობით გამოირჩევა თიბისი დაზღვევა 

● კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები

● ნაკლები გამონაკლისები

● თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში

● საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში

„გარკვეული პერიოდი ამ ბაზარზე რაღაც სტაგნაცია შეინიშნება, ამიტომ ხარისხის კუთხით, ცოტა გაცოცხლება სჭირდება. წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რამ დაიკარგა, დაიკარგა თვითონ ადამიანი, თვითონ პაციენტი, მის მიმართ ყურადღება და ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ამ გუნდს შევთავაზოთ, ესაა  პაციენტის ე.წ. 360 გრადუსიანი ხედვა. ესაა ზრუნვა, რაც ადამიანებს სჭირდებათ. მედიცინა მარტო ზარალი და ანაზღაურება არ არის, ესაა ადამიანის პრობლემა, ამ პრობლემის მოვლა, ეს შეიძლება სადაზღვევო ენაზე ზარალად ითარგმნებოდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს ადამიანია, რომელსაც მიხედვა და ყურადღება სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ იმ ძველ დროში დავბრუნდეთ, როდესაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პაციენტებზე და ადამიანებზე ზრუნავდნენ და მათ დარდს და საფიქრალს იზიარებდნენ. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ იმას, როდის გახდება ადამიანი ავად, ჩვენი აქცენტი იქნება პრევენციაზე, იმაზე, რომ ადამიანი ავად არ გახდეს. საუბარი მიდის ე.წ. პრევენციულ ღონისძიებებზე, როდესაც ადამიანს გაწერილი აქვს თავის ჯანმრთელობის გეგმა და მან იცის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად როდის უნდა მივიდეს ექიმთან ვიზიტზე, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაც დაავადება ადრე გამოავლინოს, ადვილად მორჩეს, ჯანსაღად იყოს. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ეს შევთავაზოთ ბაზარს. დღეს, რეალურად, მთელი ქართული მედიცინა ტრიალებს ავად გახდომაზე -  ავად გახდი, მიხვედი ექიმთან, თანხა გადაიხადე, ან სადაზღვევომ გადაიხადა და პრობლემა თითქოს მოიხსნა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც პრობლემად რჩება, ამიტომ სჯობს, რომ ადამიანები ავად არ გახდნენ, ისე, როგორც ეს დასავლეთში ხდება“,- განაცხადა ერთ-ერთი პროვაიდერი კლინიკის, „მედიკორის“ ხელმძღვანელმა დავით ხუბუამ. 

მომხმარებელი მიიღებს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრულველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ და ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები. 

ვინ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით

ორგანიზაციებს შეუძლიათ დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც დაუზოგავს მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს.

სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით.  „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“  და „განსაკუთრებული“ - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს. 

„ის ფაქტორები, თუ რატომ შევაჩერეთ  არჩევანი „თი ბი სი დაზღვევაზე“  პირველ რიგში, მომსახურების ხარისხია და შემდეგ  ის ინდივიდუალური დამოკიდებულება, რასაც „თი ბი სი დაზღვევა“ გვთავაზობს. ეს ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, ამიტომაც გავაკეთეთ არჩევანი „თი ბი სი დაზღვევაზე“, -  აცხადებს „თი ბი სი დაზღვევის“ ერთერთი პირველი კლიენტის, გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჩხაიძე.

რა მომსახურებას შესთავაზებს თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს

• 24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე  2 41 11 11 

• ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge

• სასწრაფოს გამოძახება 

• ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით

• პროფილაქტიკური კვლევები

• გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია 

• გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება 

• საზღვარგარეთ მკურნალობა 

• მედიკამენტების ანაზღაურება

• გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია  

• ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება 

ანაზღაურების პირობები

მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.

სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას:

● 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

ონლაინ ანაზღაურებისას:

● 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

ონლაინ ანაზღაურება ხელმისაწვდომი გახდება ივნისისდან ვებგვერდზე, ხოლო თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია ალ.ყაზბეგის #24ბ.

 

(R)