23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
02:41:22

„საქართველოს ფოსტამ“ „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

წელს საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობა 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო და 3 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა: I ადგილი - მარიამ ქართველიშვილი, II ადგილი - ნურიდა ბაირამოვა, III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო გამარჯვებულმა სამეულმა მიიღო ნოუთბუქი, პლანშეტი და ველოსიპედი.                        

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის გამარჯვებულის, 12 წლის მარიამ ქართველიშვილის წერილი - „ჩემი გმირი“, რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსში ბევრი საინტერესი თემა იქნა წარმოდგენილი.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა საფუძველი და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება. მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა.

 

 

 

(R)