27 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-21  
03:58:28

ოთარ შამუგია ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება; მხარეებმა ერთმანეთს წყალმომხმარებლების საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს, მოისმინეს რეკომენდაციები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, რათა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები სამელიორაციო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მელიორაცია რეგიონში უახლოეს პერიოდში გეგმავს.