27 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-21  
05:02:58

„ვითიბი ბანკის“ თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება.

ტურნირზე დასწრება თავისუფალია.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.