25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-18  
22:56:21

ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო" ფარგლებში, საგამოფენო ცენტრში Warehouse Terrada იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

მოწვეული სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის  შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაშვილმა გააცნო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air & Travel, Latera International, Europe Expres და სხვა.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის  საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ღონისძიება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იაპონიაში საქართველოს საელჩო  ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. Warehouse Terrada-ში წარმოდგენილი საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

 

 

(NS)