5 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:03:03

ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ელჩმა აღნიშნა, რომ  ქართული რძის პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა დიდია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მხარეებმა განიხილეს ის სფეროები, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს. განსაკუთრებით აღინიშნა რძის ნაწარმის, ღვინის, ბოსტნეულისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გარემოსდაცვითი კუთხით კანონმდებლობის შემუშავების მიმდინარეობის საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის  გამოცდილებისა გაზიარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე აღინიშნა, იმ პროექტების მნიშვნელობის შესახებაც, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერისთვის ახორციელებს.

 

 

 

(NS)