27 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-21  
04:15:30

„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ვითიბი ბანკი ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების - ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის.

გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16 ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი.

დავალების რეგისტრაციისთანავე მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის ასევე უფლებამოსილი იქნება გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე  ყოველგვარი დამატებითი ქმედების განხორციელების გარეშე.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: hub.vtb.ge  

თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად.

 

 

(R)