6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:24:41

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 110.7 მილიონი დოლარით გაუარესდა

By: Admin
2019-03-29 14:31:07
204

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -23.2 მილიარდი აშშ დოლარი (-62.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.3 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 110.7 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა.

„2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.8 მლრდ აშშ დოლარია (26.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 307.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.0 მლრდ აშშ დოლარი (88.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 417.9 მლნ აშშ დოლარით მეტია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.