23 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-26  
03:15:49

ქართული ღვინო საფრანგეთში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus“-ზე იყო წარმოდგენილი

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში  გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ.

„Salon Bacchus"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის "LE PONT CAUCASIEN"-ის მიერ იყო წარმოდგენილი.

„როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის სტენდთან  3 დღის მანძილზე ხალხმრავლობა იყო.  საერთო ვიზიტორთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობა. ამ გზით ქართულ ღვინოს ჩვენ მივიტანთ უშუალოდ მომხმარებლამდე და ცნობადს გავხდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შედეგად ღვინის პროფესიონალები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები უფრო დაინტერესდებიან ჩვენი ღვინით" - აღნიშნა "LE PONT CAUCASIEN"-ის დირექტორმა ილია კახოიძემ.

საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება მზარდია. 2018 წელს საქართველოდან საფრანგეთში 113 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 7%-ით აღემატებოდა 2017 წლის მონაცემებს. მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით ექსპორტირებული 17 ათას ბოთლზე მეტი, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.